როგორც მოგეხსენებათ მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მნიშვნელოვანი
კატაკლიზმები გამოიწვია და მეტნაკლებად ნებისმიერ მოქალაქეზე მოახდინა
გავლენა. მსოფლიო ლიდერების, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების
წარმომადგენლების მრავალი შეხვედრა მოეწყოდა და დაისახა მრავალი გზა
კრიზისიდან გამოსვლისათვის. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ
პროგრამათაუმრავლესობის ეფექტიანობის თვით ამ იდეის ავტორებსაც არ
სჯეროდათ.
უკვე 2009 წლიდან დაიწყო კრიზისის დაღმავალი ტალღის შეჩერება და მსოფლიო
ეკონომიკამ დაიწყო მეტნაკლები ტემპებით ზრდა. ეკონომისტები უკვე
ალაპარაკდნენ აღმავლობაზე და გამოცოცხლებაზე, თუმცა ყველასათვის
ერთმნიშვნელოვნად ცხადი იყო, რომ არც ზრდას და არც დაღმავლობას აბსოლიტური
წრფივი სახე არ ექნებოდა.
2010 წლის პირველ ნახევრამდე მართლაც შეინიშნებოდა ეკონომიკის
გამოცოცხლება, თუმცა უფრო სამართლიანი იქნებოდა: შეჩერდა ეკონომიკური
ვარდნა და გაჩნდა ოპტიმისტური მოლოდინები, რაც ეკონომიკაზეც აისსახა.
მნიშვნელოვანმა მსოფლიო ინდექსებმა დაიწყეს პერმანენტული ზრდა. თუმცა
იანვრის ობამას განცხადებამ ნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა
ახლადგამოცოცხლებულ ეკონომიკას და მრავალი ლიბერალი და ნეოკეინსიანელი
(ეკონომიკაში მთავრობის ჩარევის მომხრე) დააპირისპირა ერთმანეთს.
ობამას პროგრამის დროებითმა დაბლოკვამ შეაჩერა ვარდნის პროცესი და კვლავ იმედისმომცემი ტემპები დაფიქსირდა მსოფლიო ეკონომიკაში.
მაგრამ როგორც დღევანდელმა რეალობამ დაგვანახა ოპტიმიზმის საფუძველი არც თუ
ისე დიდია. კრიზისის მეორე ტალღის მშობელად შეიძლება მოგვევლინოს ევროპა
(პირველი ტალღის როგორც მოგეხსენებათ გახლავთ აშშ.), რომელსაც ე.წ
საბერძნეთის კრიზისმა მძიმე დარტყმა მიაყენა, რაც ევროს კურსის
დესტაბილიზაციაშიც გამოიხატა.
ევროპის კრიზისი დროში საკმაოდ გაიწელა და მოითხოვა გადამჭრელი
ღონისძიებების გატარება, თუმცა მტკივნეული აღმოჩნდა საბერძნეთის
მოსახლეობისათვის. ამან მათში ევროკავშირის მიმართ ნიჰილისტური
განწყობილება დანერგა, რაც შეიძლება თანდათან პოპულარული გახდეს
ევროკავშირის ე.წ მეორე დონის ქვეყნებში, რომელაც საერთო პოლიტიკის
წარმართვაში არცთუ დიდი როლი აკისრიათ.
ამ ყოველივეს თან დაერთო თითქოს უარყოფილი ბნ. ობამას პროგრამის
დამტკიცება, რომელიც ფინანსური სექტორის კონტროლის მექანიზმების გაზრდას
გულისხმობს.
შედეგად გვაქვს გაურკვეველი მდგომარეობა ევროპაში, დევალვირებული ევროთი
და ეკონომიკის მთავარი საპროგნოზო მაჩვენებლების, საბირჟო ინდექსების,
მნიშვნელოვანი ვარდნა. ( Dow Jones ინდექსი დაეცა 9,974.45-მდე).
მოძიებული ინფორმაციის წყაროს სანახავად დააჭირეთ ბმულს


No comments:
Post a Comment